agia kart
martva ka
avtorizacia
studentt
galerea

 

სასარგებლო ბმულები

geobana1      geobana2 
 geobana3      geobana4
 geobana5      geobana6
 bann7      bann6
 bann201      ban8
 ban ge23      ban ge24
 ban ing22      ban ge21
 GEO balkan      
 


 

ინფორმაცია 10.01.2022

ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) საერთაშორისო კონფერენცია “Global Social and Technological Development and Sustainability”

ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაცია (EUMMAS) ა/წ 22-25 ივნისს ფართომასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “Global Social and Technological Development and Sustainability” აანონსებს, რომელიც ქალაქ ბუქარესტში (რუმინეთი) გაიმართება. დაინტერესებულმა პროფესორებმა და სხვა პირებმა სარეგისტრაციო დეტალებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ საინფორმაციო პოსტერი და კონფერენციის დღის წესრიგი.

270218150349153029915752948282201918412323n
2701345076240604388583444378601703989057909n

ინფორმაცია 19.11.2021

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "სოციალური ინოვაციები რეფორმებისა დაცვლილების კონტექსტში"

2021 წლის 19 ნოემბერს ეროვნულმა უნივერსიტეტმა „ჩერნიგოვის პოლიტექნიკა“ უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას "სოციალური ინოვაციები რეფორმებისა დაცვლილების კონტექსტში".

კონფერენციის თანაორგანიზატორი, პარტნიორის სტატუსით იყო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.

კონფერენცია მოიცავდა სადისკუსიო პლატფორმას „ინოვაციური მიდგომები სოციალური ინოვაციების სფეროში“, რომლის მიზანი იყო სოციალური ინოვაციების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება და გაზიარება რეფორმის ცვლილების კონტექსტში.

კონფერენციის მუშაობაში სპიკერების რანგში მონაწილეობა მიიღებს ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ. ბადრი გეჩბაიამ და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ., ქეთევან გოლეთიანმა.

ასოც. პროფ. ბადრი გეჩბაიამ პლენარულ სხდომაზე წარადგინა მოხსენება თემაზე: FEATURES OF EDUCATION IN GEORGIAAND THE SPECIFICS OF DEVELOPMENTIN THE CONTEXT OF DISTANCELEARNING.

მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ ბმული

კონფერენციის პროგრამა

 

2667654825856238558743283555767865502272615n
26896910513119276292518104010667456453363669n
2678235406503863759710422176252420906445696n

 

ინფორმაცია 28.10.2021

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხილვა 

bg.png

უნივერსიტეტისეუ-ს  ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხილვათემაზე: "ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე."

შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ: ბადრი გებაიამ.შეხვედრის მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ კვლევის განხორციელების პროცესში კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ ბნსუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

ინფორმაცია 21.09.2021

საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "საერთაშორისო ბიზნესისა და უმაღლესი განათლების განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“

უკრაინის ეროვნულ სატყეო უნივერსიტეტიში 2021 წლის 28-29 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების თანაორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "საერთაშორისო ბიზნესისა და უმაღლესი განათლების განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და წარადგინა პრეზენტაცია ბნსუ-ს რექტორმა პროფ., პარმენ ხვედელიძემ თემაზე: DIRECTIONS FOR THE DEVELOPMENT OF MARITIME TRANSPORT IN THE CONDITIONS OF ASSOCIATION WITH THE EU. კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი გეჩბაიამ და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა

კონფერენციის პროგრამა

 

ინფორმაცია 20.10.2021

IІI საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "საჯარო მართვის თანამედროვე პარადიგმა"

მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით უკრაინაში, ქ. ლვოვში IІI საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "საჯარო მართვის თანამედროვე პარადიგმა"ჩატარდა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ. ბადრი გეჩბაიამ და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ დარგის სპეციალისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, ესტონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, საქართველოსა და  ბელორუსიიდან.

იხილეთ პროგრამა

24659195910644212110412932011618474539620228n
24656951310686398805716837786861032375895717n
2467174295502230926850904724987326709626840n
2471098656510728162752393945681499641541055n
2468666456249732586794443038962219107624071n

ინფორმაცია 22.09.2021

საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "საერთაშორისო ბიზნესისა და უმაღლესი განათლების განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“

უკრაინის ეროვნული სატყეო უნივერსიტეტი 2021 წლის 28-29 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების თანაორგანიზებით უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას"საერთაშორისო ბიზნესისა და უმაღლესი განათლების განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციის მიზანია აკადემიური სფეროს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ, კონფერენციის თემატიკით განსაზღვრულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგების  გაზიარება.  კონფერენციის ფარგლებში შეიქმნება ინტერდისციპლინური პლატფორმა, რომელიც საკითხით დაინტერესებულ მხარეებს გამოცდილების გაზიარებასა და მომავალი ერთობლივი კვლევების დაგეგმვაში დაეხმარება.

ინფორმაცია და სახელმძღვანელო ავტორებისთვის

 

ინფორმაცია 21.09.2021

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბაზრის პრობლემების, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი კვლევების ინსტიტუტთან

2021 წლის 21 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბაზრისპრობლემების,ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს უკრაინაში, ქ. ოდესა ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ბადრი გეჩბაიამ. ბადრი გეჩბაიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო ბნსუ-ს ისტორია, განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები, ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.მან ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბნსუ-ში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების შესახებ.

bg21-1-1
bg21-1-2
bg21-1-3
bg21-1-4
bg21-1-5
bg21-1-7
bg21-1-8

 

ინფორმაცია 01.09.2021

2021 წლის 7 ოქტომბერს ვალეტა (მალტა), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით  ჩატარდება XIV საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "მეცნიერების მოდერნიზაციის თანამედროვე ასპექტები: სტატუსი, პრობლემები, განვითარების ტენდენციები", ხანგრძლივობა - 15 საათი (0,5 კრედიტი ECTS).

იხილეთლინკი

 

ინფორმაცია 17.05.2021

VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია «მეცნიერება და გლობალური კვლევები»პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

2021 წლის 17 მაისს ქ. პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბნსუ-ს თანაორგანიზებით ჩატარდა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია «მეცნიერება და გლობალური კვლევები».

კონფერენციის მასალათა კრებული

 

 

ინფორმაცია 14.05.2021

ვებინარი თემაზე: როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდა ინოვაციური ტალანტები, რომ განავითარონ თქვენი ბიზნესი?

2021 წლის 13 მაისს HRPA • Georgia - ს ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდა ინოვაციური ტალანტები, რომ განავითარონ თქვენი ბიზნესი?. ვებინარს ესწრებოდა ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, HRPA • Georgia - ს ასოცირებული წევრი ბნსუ-დან ბადრი გეჩბაია და აკადემიური პერსონალი.

ვებინარს უძღველობდა HRPA • Georgia-ს საპატიო ელჩი ბრუნო ჟერინ-როზი.

ბრუნო ჟერინ-როზ - ხელმძღვანელობს HR მიმართულებას Société Générale Insurance-ში, რომელიც SG Group-ის სადაზღვევო კომპანიაა და 10 ქვეყანაში ოპერირებს.

ვებინარზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითები, როგორებიცაა:
 რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაზე?
 კონკრეტული პროგრამები, რომლებსაც Société Générale წარმატებულად ნერგავს ამ მიმართულებით.
 წარმატების ძირითადი ფაქტორები ანუ რა უნდა გაითვალისწინოს HR პროფესიონალმა ტალანტების განვითარების პროცესში?

2611338868529140053759826877697917413288202n
2607553624703914777512544950411037352649192n
2614847824426366272129271232199060625041900n
26160542620543216680823706745934189619081017n
261636319477242937043015241278593788877755n
2617835586228290758038761723609495592660312n

 

ინფორმაცია 05.07.2021

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML 2021 ბათუმი, საქართველო, 24 ივნისი, 2021  გამოქვეყნდა კონფერენციის მასალები, გთხოვთ იხილოთ ბმული: https://clck.ru/VuEfp                                                                                                                                                                      მასალების რედაქტორი/ები: პროფესორი პარმენ ხვედელიძე; ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია და პროფესორი ქეთევან გოლეთიანი.

 

ინფორმაცია 05.07.2021

გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML 2021 მასალების კრებული.
კრებულს მიენიჭა ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI), რასაც საფუძვლად დაედო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და CrossRef-ს შორის 2020 წლის, ივნისში, გაფორმებული ხელშეკრულება.
იხილეთ ბმული: https://bit.ly/3dH27Wi
 

ინფორმაცია 05.07.2021

საერთაშორისო კონფერენცია ლისაბონი (პორტუგალია)

2021 წლის 7 აგვისტოს პორტუგალიაში (ქ. ლისაბონი) ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართება XІІ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "მეცნიერების მოდერნიზაციის თანამედროვე ასპექტები: სტატუსი, პრობლემები, განვითარების ტენდენციები.“ჩატარების ხანგრძლივობა - 15 საათი (0,5 კრედიტი ECTS).

იხილეთ ლინკი

 

ინფორმაცია 30.06.2021

 

207198447_871709283697653_5068351096190964667_n.png

გაცნობებთ, რომაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სეზონური სკოლის მოწყობის, კონფერენციის ორგანიზებისა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის საგრანტო კონკურსები.

დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, იხილოთ ბმული:

https://bit.ly/3qCTFg4

 

 

ინფორმაცია 18.06.2021

bg.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქ. ბაქო მიმდინარე წლის 18-19 ივნისს ონლაინ გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული ვირტუალური კონფერენცია „ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგო ეფექტურობა: გლობალური გამოწვევები და ეროვნული ინტერესები." ორ დღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ. ბადრი გეჩბაიამ. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ დარგის სპეციალისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, ესტონეთიდან, საქართველოდან და  დიდი ბრიტანეთიდან.

კონფერენციის პროგრამა 

 

ინფორმაცია 03.06.2021

177952227_486245236144041_1546868437217463940_n.jpg

ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ-პანდემიურ პირობებში

გაცნობებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius University of Applied Sciences, კიოლნი, გერმანია) პარტნიორობით 2021 წლის 12 ნოემბერს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ,,ციფრული მენეჯმენტი Covid19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში“.

 

კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები, პოსტ-დოქტორანტები, მკვლევარები და დარგის სპეციალისტები კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტებიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

სამუშაო ენა: ინგლისური

მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვებ გვერდს: https://eeu.edu.ge/portfolio/fresenius-eeu/

 

ინფორმაცია 31.05.2021

გაცნობებთ, რომ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქ. ბაქო მიმდინარე წლის 18-19 ივნისს ონლაინ გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული ვირტუალური კონფერენცია „ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგო ეფექტურობა: გლობალური გამოწვევები და ეროვნული ინტერესები. "

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მიბმული ფაილი

 

ინფორმაცია 09.03.2021

bg21.jpg

2021 წლის 5-6მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი გეჩბაია და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდაესწრენონლიანტრენინგს: ,,საგრანტოგანაცხადისწერა - სტრატეგიადატექნიკები" .

ონლაინ ტრენინგი ორგანიზებული იყო ინოვაციური განათლების ცენტრის მიერ. სემინარი განკუთვნილი იყო საგანმანათლებო სექტორში მომუშავე პროფესიონალებისათვის. ასევე მათთვის, ვისაც სურდა საგანმანათლებლო საგრანტო პროექტების წერის შესწავლა. 

---4
---3
---5
--

 

ინფორმაცია 24.02.2021

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, იხილოთ ბმული: 

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-kavkasiologiis-mimartulebit-sametsniero-kvleviti-proeqtebis-khelshetskobisa-da-saertashoriso-sametsniero-ghonisdziebebis-sagranto-konkurss

 

ინფორმაცია 22.02.2021

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს მეცნიერების პოპულარიზაციისათვის, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის თაობაზე იხილეთ ბმულზე:  

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-2021-tslis-metsnierebis-popularizatsiisatvis-miznobrivi-sagranto-konkurss

 

 

ინფორმაცია 04.02.2021

გაცნობებთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში SlovakAid ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს 2021 წლის მცირე საგრანტო პროგრამას, რომლის თემატიკა მოიცავს განათლებას, ჯანდაცვას, სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ.

განაცხადები მიიღება 31.03.2021 - მდე. 

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ბმულზე.

https://www.mzv.sk/web/tbilisi/rozvojova-spolupraca?fbclid=IwAR1PeHmy4BgPnGU1rBn7BIsRDlUKbo1vxyatxBnqNjLjuQQdcjUZMRMuQP4

საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ:

https://www.mzv.sk/web/tbilisi/rozvojova-spolupraca

 

ინფორმაცია 04.01.2021

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML2021

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რიგის ინფორმაციული სისტემებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტის, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის  თანაორგანიზებით ამა წლის 24 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML2021მკვლევარებისა და აკადემიურის სფეროს,აგრეთვე პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.

კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მდგრადი სატრანსპორტო სისტემისა და საზღვაო ლოგისტიკის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვას და უახლესი მიღწევების ანალიზს, სამეცნიერო დებატებსა და იდეათა ურთიერგაცვლას.

  • საერთაშორისო კონფერენციაჩატარდება 2021 წლის 24ივნისს;
  • კონფერენცია ტრადიციულად ეძღვნება მეზღვაურის საერთაშორისო დღეს და იგი უკვე მეექვსე წელია ტარდება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით;
  • ნაშრომები მიიღება 2021 წლის 14მაისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებ-გვერდზე: https://istsml-conf.ge/

© 2016 ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

Created by: GmmStudio   ვებ გვერდის ძველი ვერსია

საიტი ბოლოს განახლდა: 14.01.22.